ომბუდსმენი უარყოფითად აფასებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით, სექტემბერში პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს

სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით2020 წლის სექტემბერში პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ძალაში ტოვებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევის თაობაზე გადაწყვეტილებების ფარულად მიღების წესს.

გარდა ამისა, მისი თქმით, 2020 წელს ქვეყანაში გავრცელებულმა ეპიდემიამ გავლენა იქონია მართლმსაჯულების განხორცილების პროცესზეც.

„კერძოდ, 21 მარტს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტით, სხვა საკითხებთან ერთად, განისაზღვრა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სასამართლო სხდომების დისტანციურად გამართვის შესაძლებლობაც, რაც სისხლის სამართლის პროცესში ჩართულ პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით იყო განპირობებული. აღსანიშნავია, რომ დისტანციური წესით ჩატარებული სხდომები მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა სამართლიანი სასამართლოს უფლების ჭრილში. სხდომებზე ბრალდებულთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის არ არსებობდა ადვოკატთან კონფიდენციალური კომუნიკაციის შესაძლებლობა. მოწმეთა დაკითხვის დროს, რიგ შემთხვევებში, სასამართლო ვერ ამოწმებდა მოწმეთა სანდოობას. რამდენიმე პროცესზე დაფიქსირდა თარგმანის ხარისხის ხარვეზებიც“,-აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ომბუდსმენის შეფასებით, 2020 წელი დატვირთული იყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმეებით. ის ამ კუთხით, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეს გამოყოფს.

„სახალხო დამცველის აპარატმა, საგამონაკლისო დაშვებით, გამოძიების მიმდინარეობის პროცესში შეისწავლა აღნიშნული საქმის მასალები. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გამოძიების საწყის ეტაპზე, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არასრულყოფილი იყო. ამასთან, მოწმეთა გამოკითხვები არ შეიცავდა დეტალურ კითხვებს და არ იყო ამომწურავი, ხოლო გამოკითხვების შედეგად მიღებული ინფორმაცია არ იყო სათანადოდ დადასტურებული ან გადამოწმებული(მაგ. ამოცნობის ან ექსპერიმენტის მეშვეობით). აღნიშნული ხარვეზების ნაწილი მოგვიანებით გამოძიებამ აღმოფხვრა. ასევე, იკვეთება იმ სახის სავარაუდო დარღვევები, რომლებიც გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივ შემოწმებას საჭიროებს“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ნინო ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა, საგამონაკლისო წესით, ასევე შეისწავლა ლუკა სირაძის საქმეზე ყოფილი გამომძიებლის მარინა ჩოლოიანის მიმართ დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენი.

„საქმის მასალების შესწავლის შედეგად, გამოვლინდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომლის მხრიდან მოწმეებზე სავარაუდო ზემოქმედების შესაძლებლობა. ასევე გაირკვა, რომ გამოძიების პროცესში სათანადოდ არ გამოკვლეულა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და შესაბამისად, კვლავ არსებობს გამოძიების მხრიდან დამატებითი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საჭიროება. ასევე, გამოიკვეთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმის მხრიდან სავარაუდო ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტი“,-აღნიშნავს ომბუდსმენი.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე შეწყვეტილი გამოძიება აუცილებლად უნდა განახლდეს, რადგან „კვლავ დაუდგენელია არაერთი საკითხი, რომელიც ეფექტიანი გამოძიების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, დამატებით გამოძიებას საჭიროებს“.

„გამოძიების განახლების მიზნით, სახალხო დამცველმა პროკურატურას წინადადებითაც მიმართა. თუმცა, სამწუხაროდ, პროკურატურამ აღნიშნული წინადადება არ გაიზიარა“,-აღნიშნავს ლომჯარია.

მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად და დეტალურად სწავლობს ე.წ. კარტოგრაფების საქმეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს