„სტრატეგია აღმაშენებელი“ პოლიტსაბჭოს ფორმატში მსჯელობს, მიმართავენ თუ არა პარლამენტს განცხადებით სადეპუტატო მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით

მიმართავენ თუ არა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები პარლამენტს განცხადებით სადეპუტატო მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით დღეს პარტიაში პოლიტსაბჭოს ფორმატში მსჯელობენ. როგორც პოლიტსაბჭოს დაწყებამდე პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ორივე პოზიციას აქვს თავისი არგუმენტი და ამიტომ გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭოზე მიიღებენ.

„ზუსტად ამაზე ვიმსჯელებთ დღეს და საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ. ორივე პოზიციას აქვს თავისი არგუმენტები და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ პოლიტსაბჭოს ფორმატში დავსხდებით ყველა და მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ სიტუაციიდან გამომდინარე,“- განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებებს, ვაშაძის თქმით, ამ მოლაპარაკების პროცესის შენარჩუნება მნიშვნელოვანია და გუშინ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ის ეწინააღმდეგება მოლაპარაკების შეწყვეტის შესახებ მოსაზრებას.

„ვფიქრობ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის მოლაპარაკების ფორმატის შენარჩუნება და ამ უმძიმესი ჩიხური მდგომარეობიდან ქვეყნის გამოყვანა, რაშიც „ქართულ ოცნებას“ უფრო და უფრო მძიმედ შეჰყავს ქვეყანა. გუშინდელი მათი ქმედებები, სწორედ, ამას მიუთითებდა, რომ ფაქტობრივად, უფრო დაამძიმონ ვითარება და ამას უნდა ჰქონდეს შესაბამისი პასუხი ჩვენი მხრიდან. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმება, მოლაპარაკებები, იმისთვის, რომ ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოვიდეს.

გუშინ სამწუხაროდ ისეთი განცხადებები გააკეთა კობახიძემ, რომ ამ საკითხის განხილვაც ვერ მოხდა საერთოდ ოპოზიციაში და ვერსად ვერ მოხდა ამის განხილვა. თუ ის მცდელობა აქვთ, რომ პარლამენტში შემოდით და იქ საგამოძიებო კომისია შეიქმნება და რაღაცას ვიზამთო - ასე ვერ წავა პროცესი, თუმცა, თეორიულად ხომ დაუშვა „ქართულმა ოცნებამ“, რომ რიგგარეშე არჩევნები შეიძლება ჩატარდეს. რა მექანიზმით და როგორ ამაზე ვიმსჯელოთ, არ არის პრობლემა! ამიტომ მივდიოდი და ვაპირებ მისვლას შემდეგ რაუნდზე, რომ მოვისმინო რა ალტერნატივებია.

პარლამენტამდე და საგამოძიებო კომისიის შექმნამდე უნდა დადგინდეს თუ რამის დადგენა შეუძლიათ ყველაფერი, რომ მივიდეთ რიგგარეშე არჩევნებამდე.

მე იმის წინაააღმდეგი ვარ, რომ საერთოდ აღარ შედგეს მოლაპარაკებები და თუ ამას ვინმე იტყვის, კატეგორიულად არ გავიზიარებ ამ პოზიციას. მოლაპარაკების გარდა ალტერნატივა არ გვაქვს, ეს ყველას უნდა გვესმოდეს,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
კომპანია "იორკ თაუერსმა" დავით ტურაშვილთან ერთად ახალი კამპანია წამოიწყო
"სამსუნგის" Bespoke მაცივარი - შექმნილია შენთვის, შენ მიერ (R)
GIZ-ის მხარდაჭერით დაგეგმილია გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობა თანამედროვე მონიტორინგული სისტემების დანერგვის პროცესში
„ნიკოს ეზო“ და „ფარდაგები რაჭიდან“ - Social Impact Award-ის ფინალისტები საგანმანათლებლო სფეროდან
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის და SEU DEVELOPMENT-ის ერთობლივი საჩუქარი SEU-ს სტუდენტს და ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს
ქართული ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი განცხადებას ავრცელებს
განახლებული ფორმატითა და მიზნებით - Setanta Sports-ი მაუწყებლობას 13 ქვეყანაში იწყებს
ჩაერთე სილქფესტის შეთავაზებებში და გაიაქტიურე დიდი მოცულობის ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები
"ტანტა" და თერაპიის ცენტრი "გრადაცია" - Social Impact Award 2021-ის ფინალისტები ინკლუზიური მისიით