თაკო ჩარკვიანი - „კანონი და სამართალი“, რომელიც „სტრატეგია აღმაშენებლის“ შემადგენელია, სიასაც ჩავხსნით და არც შევალთ - ვფიქრობ, გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებაც უნდა დაემთხვას ჩემ გადაწყვეტილებას

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, სიების არ ჩახსნა ხალხის მხრიდან პარლამენტში შესვლად გაფორმდება, რასაც ხელისუფლება სათავისოდ გამოიყენებს. თაკო თარკვიანი აქვე დასძენს, რომ მისი პარტია, „კანონი და სამართალი“ პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს და სიასაც ჩახსნის.

„პარტია „კანონსა და სამართალს“, რომელიც ბლოკ „სტრატეგია აღმაშენებლის“ შემადგენელია, ჩვენ გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს, გვქონდა ამაზე საუბარი ჩვენს პარტიაში, სიიდანაც ჩავხსნით და არც შევალთ.

ვფიქრობ, გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებაც უნდა დაემთხვას ჩემ გადაწყვეტილებას. არც გიორგი ვაშაძე არ საუბრობს შესვლაზე, მაგრამ გიორგიმ შეხედა ამას სხვა კუთხით, თქვა, რომ მოდი, სიას არ ჩავხსნი და ეს სიის არჩახსნა გაფორმდება ხალხის მხრიდან და ხელისუფლებიდანაც როგორც შესვლა და ხალხი ამ შემთხვევაში ძალიან სწორი იქნება, ხელისუფლებაც ცხადია გამოიყენებს ამ ყველაფერს სათავისოდ, ცუდად“,-აცხადებს ჩარკვიანი.

თაკო ჩარკვიანის თქმით, ის დაელოდება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭო სხდომაზე, რაც შეეხება პარტიას „კანონი და სამართალი“ თაკო ჩარკვიანის თქმით, მათი გადაწყვეტილება უცვლელი დარჩება.

„მე მივიღე გადაწყვეტილება, ახლა დაველოდები პოლიტსაბჭო რა გადაწყვეტილებას მიიღებს. გამიხარდება თუ ეს გადაწყვეტილება დაემთხვევა ჩემს გადაწყვეტილებებს, თუ არა, მე მიღებული მაქვს გადაწყვეტილება, ხვალ „კანონი და სამართლის“ გადაწყვეტილება არ შეიცვლება“,-აცხადებს ჩარკვიანი.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებელი“ პოლიტსაბჭოს ფორმატში მსჯელობს, მიმართავენ თუ არა პარლამენტს განცხადებით სადეპუტატო მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით. როგორც პოლიტსაბჭოს დაწყებამდე პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ორივე პოზიციას აქვს თავისი არგუმენტი და ამიტომ გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭოზე მიიღებენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს