თბილისი ევროპისა და აზიის ტექნოლოგიურ კონფერენციას მასპინძლობს

თბილისი ევროპისა და აზიის ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ კონფერენციას მასპინძლობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, სტარტაპ გრაინდის ევროპა-აზიის ტექნოლოგიური კონფერენცია დღეს, 19:00 საათზე იხსნება.

მათივე ინფორმაციით, სამდღიანი ვირტუალური ღონისძიება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მას 5,000-ზე მეტი მონაწილე დაესწრება.

„კონფერენცია გააერთიანებს სტარტაპებს 35-ზე მეტი ქვეყნიდან. სტარტაპ გრაინდის წლევანდელ კონფერენციას 100-ზე მეტი საერთაშორისო სპიკერი ეყოლება. მათ შორის არიან ანტრეპრენერი და მარკეტინგის ექსპერტი გაი კავასაკი, სილიკონ ველის ანტრეპრენერი სტივ ბლანკი და სხვები. ღონისძიება მოიცავს 20 თემატურ სესიას, სტარტაპ პროგრამებს, მასტერკლასებს და ვორქშოფებს. კონფერენციის ფარგლებში გაიმართება სტარტაპ შეჯიბრებაც, რომლის ფინალისტი მიიღებს ინვესტიციას 1,000,000 აშშ დოლარის ოდენობით. ღონისძიების სესიები და გამოსვლები განკუთვნილია სტარტაპერებისთვის, კომპანების დამფუძნებლებისთვის, მეწარმეებისთვის და ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის. სტარტაპებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლებს და პირისპირ გაესაუბრონ ინვესტორებს. სტარტაპ გრაინდი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გაერთიანებაა სტარტაპებისთვის, რომელიც 125-ზე მეტი ქვეყნიდან, 3 მილიონზე მეტ ანტრეპრენერს აერთიანებს. სტარტაპ გრაინდის პირველი საერთაშორისო კონფერენცია თბილისში 2019 წელს გაიმართა, რომელსაც 1,500-ზე მეტი მონაწილე და 40-ზე მეტი სპიკერი ესწრებოდა. წელს, ონლაინ ფორმატის გათვალისწინებით, ღონისძიება კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს და დასწრების საშუალება უფრო მეტ მონაწილეს ექნება. ღონისძიება საქართველოს ბანკთან, აჭარაბეთთან და USMAC-თან პარტნიორობით ხორციელდება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია 10 დეკემბრის ჩათვლით, ღონისძიების ვებგვერდზე - startupgrind.ge“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
დავით თვალაბეიშვილი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის გაგრძელებას და მოვუწოდებთ მასში ჩართულ ყველა მონაწილეს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
პირველად საქართველოში - დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა
მინერალური წყალი „ბორჯომი“ ახალ კამპანიას იწყებს
„სინერჯი“ თევზის კომპანია „უმალის“ პარტნიორი გახდა
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა ამჯერად ახალი ამბულატორიული ცენტრი აჭარის რეგიონში, ბათუმში გახსნა