„ქართულმა ოცნებამ“  საპარლამენტო თანამდებობებზე კანდიდატები დაასახელა

„ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენ კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღო. კანდიდატები, რომლებსაც კენჭს ახალი მოწვევის პარლამენტი ხვალ, პირველ სხდომაზე უყრის, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დაასახელა.

კერძოდ, მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იქნება, პარლამენტის პირველი მოადგილის თანამდებობას კი გიორგი ვოლსკი დაიკავებს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან კახაბერ კუჭავა, რომელიც საგარეო მიმართულებით იმუშავებს და ასევე დავით სერგეენკო.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტს ირაკლი კობახიძე ჩაიბარებს, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე კი მამუკა მდინარაძე იქნება.

რაც შეეხება კომიტეტების თავმჯდომარეებს, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება ასეთია:

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ წარდგენილი იქნება ანრი ოხანაშვილი;

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ მიხეილ სარჯველაძე;

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ ირაკლი ბერაია;

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარედ ირაკლი ქადაგიშვილი;

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ სოზარ სუბარი;

საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ ირაკლი კოვზანაძე;

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარედ დავით სონღულაშვილი;

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ნინო წილოსანი;

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ მაია ბითაძე;

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ ნიკოლოზ სამხარაძე;

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი;

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ბექა ოდიშარია;

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ დიმიტრი ხუნდაძე;

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ თეა წულუკიანი;

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ მიხეილ ყაველაშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს