ნათია ღვინაშვილი - ათეა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის შემდეგაც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას

ათეა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის შემდეგაც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას“,-ამის შესახებ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია ღვინაშვილმა განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციიდან აცნობეს, პანდემიის მიუხედავად, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, აქტიურად იყო ჩართული აღნიშნულ კამპანიაში და წევრ მუნიციპალიტეტებთან ერთად, ისეთ ღონისძიებებს ახორციელებდა, რომლებიც უთანასწორობის აღმოფხვრასა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა.

მათივე ცნობით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია, რომელიც მთელს მსოფლიოში 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით აღინიშნება, დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება.

აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, პროექტის „გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაციის“ კოორდინატორის ნათია ღვინაშვილის თქმით, პრიორიტეტს, გენდერული ნიშნით ძალადობისა და თანასწორობის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლისკენ მიმართული ღონისძიებების გატარება წარმოადგენს.

„პროექტის - „გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ ფარგლებში, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ვახორციელებთ, მოსახლეობისთვის ისეთი გზავნილები მომზადდა, რომლებიც ერთგვარად მამოტივირებელი და ბიძგის მიმცემი შეიძლება გახდეს მათთვის, ვისაც ეს განსაკუთრებით სჭირდება. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ ეს გზავნილები ყოფილიყო იმგვარი შინაარსის, რომელთა მოსმენის შემდეგაც, მსხვერპლი ქალები და გოგონები შეძლებენ საკუთარი უფლებების დაცვას. კამპანიის ფარგლებში და მანამდეც, ჩვენ არა ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი ურყევი პოზიცია, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს პრიორიტეტს, გენდერული ნიშნით ძალადობისა და თანასწორობის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლისკენ მიმართული ღონისძიებების გატარება წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენი ძალისხმევა, არა მხოლოდ კამპანიის ფარგლებში, არამედ მომავალშიც იქნება მიმართული აღნიშნულ საკითხებზე მუშაობის კიდევ უფრო მეტად გააქტიურებისაკენ“, - განაცხადა ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ და პროექტის „გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ კოორდინატორმა ნათია ღვინაშვილმა.

მისივე თქმით, ასოციაციამ, წევრი მუნიციპალიტეტებისთვის, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის დამხმარე ინსტრუქცია შეიმუშავა, რომლითაც თვითმმართველობებმა კამპანიის პერიოდში წარმატებით იხელმძღვანელეს.

,,შევქმენით მედია ქსელი, რომელიც პირველ რიგში ხელს უწყობს მუნიციპალიტეტებს შორის კარგი მაგალითებისა და პრაქტიკის გაზიარებას. დავბეჭდეთ და ქვეყნის მასშტაბით გავავრცელეთ საინფორმაციო ხასიათის პოსტერები და სხვა ლოგოტიპური მასალები. საქართველოში მცხოვრები ქალებისთვის დავამზადეთ ვიდეორგოლი - ,,გზავნილები ქალებს“. ამას გარდა, თვითმმართველ ერთეულებში გასაგზავნად იბეჭდება „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ ევროპული ქარტიაც“. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ კამპანიის მიმდინარეობისას დამტკიცდა ათეა-ს გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურადაა გაწერილი ის მიზნები და ამოცანები, რომლებითაც ორგანიზაცია მომდევნო წლებში იხელმძღვანელებს“, -აღნიშნა ნათია ღვინაშვილმა და მუნიციპალიტეტებში მედია ქსელის ჩართულობით განხორციელებულ ღონისძიებებს გაუსვა ხაზი.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს დედაქალაქმა, არც წელს დაარღვია ტრადიცია და 25 ნოემბერს ნარინჯისფრად გაანათა თბილისის ანძა. სწორედ ამ სიმბოლური ჟესტით შეუერთდა ქვეყნის დედაქალაქი გლობალურ კამპანიას.

„კამპანიაში, თბილისთან ერთად, მთელი ქვეყნის მასშტაბით იყვნენ ჩართულნი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და გენდერული საბჭოების წარმომადგენლები როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოს თვითმმართველ ერთეულებში. გავრცელდა ვიდეო მიმართვები და ძალადობის პრევენციის შემცველი სლოგანებით დატვირთული ფოტოები. აქტიურად ტარდებოდა გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომები და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, ვრცელდებოდა საინფორმაციო ხასიათის ბეჭდური მასალა.

თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ეწყობოდა ონლაინ ტრენინგები და თემატური კონკურსები, სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიისთვის. აქტიურად იმართებოდა უფლებადამცველი ქალების, შიდსთან ბრძოლის, შშმ პირთა, მოხალისეთა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებიც, რომლებიც ათეა-ს მედია ქსელის ჩართულობით შუქდებოდა სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში.

აღსანიშნავია, რომ პროექტი „გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“, რომელიც თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობისა და გენდერული მეინსტრიმინგის მექანიზმების გაძლიერებას, ასევე, აღნიშნულ საკითხებზე ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავებასა და ადგილობრივ დონეზე განხორციელებას ისახავს მიზნად, სხვადასხვა ღონისძიებებს მოიცავს, რომლებიც ეტაპობრივად განხორციელდება.

აქტივობები, რომლებსაც ათეა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN WOMEN) თანამშრომლობით და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს, მიმდინარე პროექტის "კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში" ფარგლებში მიმდინარეობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს