გიგი უგულავა - უკომპრომისო და მტკიცე ბრძოლის პირველი შედეგი - აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე თავისუფალია, ბრძოლა გრძელდება, ბოიკოტი მუშაობს

“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თეოდორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულების აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის გაათავისუფლებას ეხმაურება.

როგორც უგულავა წერს, აღნიშნული უკომპრომისო ბრძოლის პირველი შედეგია.

“უკომპრომისო და მტკიცე ბრძოლის პირველი შედეგი- აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე თავისუფალია. ბრძოლა გრძელდება. ბოიკოტი მუშაობს“, - წერს უგულავა „ფეისბუქში“ .

ცნობისთვის, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თეოდორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულები აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე გაათავისუფლეს. დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 10 000-10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეეცვალათ.

შეგახსენებთ, რომ ამ ტიპის გათავისუფლება ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რასაც ოპოზიცია ხელისუფლებას უყენებდა. ე.წ. პოლიტპატიმრებს შორის ოპოზიცია ასევე დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის ასევე გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა