„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ სავარაუდო პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების მონიტორინგთან დაკავშირებული ანალიტიკური დოკუმენტების კრებული გამოაქვეყნა

"ადამიანის უფლებათა ცენტრმა" სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების მონიტორინგთან დაკავშირებული ანალიტიკური დოკუმენტების კრებული გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაციას "ადამინის უფლებათა ცენტრი" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ანალიტიკურ დოკუმენტებში გაანალიზებულია მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტუალური პრობლემები, რაც სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სასამართლო პროცესების მონიტორინგის მიმდინარეობისას გამოვლინდა.

კრებული 2020 წლის განმავლობაში მომზადებულ 6 ანალიტიკურ დოკუმენტს აერთიანებს: გიორგის უგულავას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების შეფასება; 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი ანალიზი; ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი შეფასება; გიორგი რურუას სისხლის სამართლის საქმე - სამართლებრივი ანალიზი; ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის სამართლებრივი შეფასება; დისტანციურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული პრობლემები კორონავირუსის პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში.

,,სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ საქმეთა ანალიზი, სხვადასხვა კვალიფიციურ წყაროებთან ერთად, ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორინგის შედეგებს, ადვოკატთა მიერ მოწოდებული საქმეების მასალების, ევროპის საბჭოსა (Council of Europe) და საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიის" (Amnesty International) მიერ შემუშავებული, პოლიტიკური პატიმრის შესახებ კრიტერიუმებს. ამასთანავე, კვლევებში გამოყენებულია შედარებითი სამართლებრივი ანალიზი.

ანალიტიკური კრებული მომზადდა პროექტ „საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგის" ფარგლებში. ადამიანის უფლებათა ცენტრის დაკვირვების ქვეშ ამ დრომდე 25 სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული საქმე მოექცა. პროექტის - „საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგის" მხარდამჭერია „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის" (NED)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა