მარინა კალიურანდი - ჯერ კიდევ იმედი გვაქვს, რომ ოპოზიციური პარტიების რაც შეიძლება მეტი წევრი შეუერთდება პარლამენტის მუშაობას

პარლამენტი ხვალ მუშაობას იწყებს, ჩვენ ჯერ კიდევ იმედი გვაქვს, რომ ოპოზიციური პარტიების რაც შეიძლება მეტი წევრი შეუერთდება პარლამენტის მუშაობას, რადგან ეს ქართველი ხალხის ინტერესებშია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ონლაინ ჩართვის დროს განაცხადა.

მარინა კალიურანდის თქმით, სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტის წარმომადგენლები ვერ დააკვირდნენ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს, როგორც ამას აკეთებდნენ 1995 წლიდან მოყოლებული.

„მაგრამ ჩვენ უნდა ვენდოთ სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომლებიც ადგილზე იყვნენ. ვგულისხმობ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას და სხვებს“, - განცხადა მან.

კალიურანდის თქმით, მან უკვე აღნიშნა, რომ არჩევნები კონკურენტული და სამართლიანი იყო. ასევე ზოგადი თავისუფლებები იყო გამოხატული, თუმცა იყო გარკვეული ხარვეზებიც, რასთან დაკავშირებითაც, „გულწრფელები უნდა ვიყოთ“.

„ახლა არ არის ემოციების ადგილი. არჩევნები ჩატარდა, ქართველმა ხალხმა სათქმელი თქვა, პარლამენტის წევრების, ორივე მხრიდან, როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის ვალდებულებაა, დაიკავონ ადგილები და ხვალ პარლამენტში მუშაობა დაიწყონ. ეს არის ერთადერთი გზა, რომ საქართველოში გაგრძელდეს რეფორმები, საარჩევნო და სასამართლო სისტემის, ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ.

პარლამენტი ხვალ მუშაობას იწყებს. ჩვენ ჯერ კიდევ იმედი გვაქვს, რომ ოპოზიციური პარტიების რაც შეიძლება მეტი წევრი შეუერთდება პარლამენტის მუშაობას, რადგან ეს ქართველი ხალხის ინტერესებშია.

ბოლოს, მინდა, მივმართო ჩემს კოლეგებს: ძვირფასო კოლეგებო, გთხოვთ, საქართველოს ინტერესები თქვენს პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დააყენეთ“, - აღნიშნა კალიურანდმა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში