გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კერძოდ, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 დეკემბერს 10:30-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ახალშენი, მჭადიჯვარი, ციხევდავი, წიწამურა, ბულაჩაური, ბარისახო, ფასანაური, ზემო კოდისწყარო და მიმდებარე სოფლებში. 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ციხისძირი, ხიდისყური, ძველი ქანდა, აღაიანი, ქსანი და მიმდებარე სოფლებში. 12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში: სიონი, აჩხოტი, არშა და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე თიანეთის რაიონის სოფლებში ჟებოტა, ტუშურები და მიმდებარე სოფლებში. 15:35-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში: დიღომში, სოფელ დიღოში, ჩალიპირებში და მიმდებარე ტერიტორიაზე.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა