აშშ რამზან კადიროვს და მასთან დაკავშირებულ პირებს სანქციებს უწესებს

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს, ასევე მასთან დაკავშირებულ 5 კერძო პირსა და რუსეთში რეგისტრირებულ 6 კომპანიას ადამიანის უფლებების დარღვევაში მონაწილეობის გამო სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნული პირები შედიან „შავ სიაში“ „აღმასრულებელი ბრძანების 13818“-ის საფუძველზე, რომელიც ახორციელებს აშშ-ის გლობალურ მაგნიტსკის ადამიანის უფლებათა ანგარიშვალდებულების აქტს, რაც აშშ-ის იურისდიქციაში არსებული ნებისმიერ აქტივის გაყინვას ითვალისწინებს. ამასთან, არაამერიკელ აქტორებს მათთან ბიზნესის კეთებისთვის „შავ სიაში“ მოხვედრის საფრთხე ემუქრებათ.

კადიროვის თქმით, სანქციები ჩეჩნეთზე ზეგავლენას ვერ მოახდენს და დასძინა, რომ მას ჯარიმები არც უკვირს და არც აშინებს.

„ამერიკამ დაიწყო ბრძოლა სპორტთან, ცოლებთან, შვილებთან, საქველმოქმედო ორგანიზაციებთან, სპორტსმენებთან, ცხენებთან. კაცობრიობის ისტორიაში არაფერი ყოფილა უფრო აბსურდული”, - განაცხადა კადიროვმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა