დევი ჭანკოტაძე - დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ოპოზიციური პარტია მოაწერს მემორანდუმს ხელს

რა თქმა უნდა, მე ვარ დარწმუნებული ამაში, რომ ყველა ოპოზიციური პარტია მოაწერს მემორანდუმს ხელს, ვიცით ალეკო ელისაშვილის პოზიცია, დანარჩენი ყველა მოაწერს ხელს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა დევი ჭანკოტაძემ განაცხადა.

კითხვაზე, იზიარებენ თუ არა „გაერთიანებული ოპოზიციის“ შეხედულებას მათ რიგებში შემავალი „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებიც, რომლებმაც განაცხადეს, რომ მანდატებზე უარის თქმის თაობაზე პარლამენტს მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მიმართავენ, დევი ჭანკოტაძემ განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია „რესპუბლიკური პარტიის“ პოზიციაშიც.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებიც გაიზიარებენ ჩვენს პოზიციას, არავითარი პრობლემა არ არის მაგასთან დაკავშირებით.

ეს პარლამენტი ლეგიტიმური არ არის როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და შესაბამისი პრობლემა მოჰყვება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ,“- განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს