ნოემბერში ელექტროენერგიის სუბსიდირებით მოსარგებლე მოქალაქეებს გადახდილი სასმელი წყლის გადასახადი უკან დაუბრუნდებათ

ნოემბერში ელექტროენერგიის სუბსიდირებით მოსარგებლე მოქალაქეებს გადახდილი სასმელი წყლის გადასახადი უკან დაუბრუნდებათ,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

სემეკის განცხადებით, მოქალაქეებისთვის უკან დაბრუნებული თანხა მათ კომუნალურ დეპოზიტებზე აისახება.

"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია განმარტავს, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებმაც კომუნალური სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში, ნოემბერში ისარგებლეს ელექტროენერგიის სუბსიდირებით, თუმცა წყალმომარაგების კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე გადაიხადეს ნოემბრის ქვითარში ასახული სასმელი წყლის გადასახადი, გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ. თანხა აისახება მათ კომუნალურ დეპოზიტებზე. ბოლო დღეების განმავლობაში კომისიას მომართა არაერთმა მოქალაქემ, რომლებმაც ნოემბერში ისარგებლეს ელექტროენერგიის სუბსიდირებით, თუმცა ვერ ისარგებლეს სასმელი წლის სუბსიდიით.

სუბსიდირების კომუნალური პროგრამის მიხედვით გათვალისწინებულია, რომ ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში სასმელი წყლისა და დასუფთავების გადასახადისგან გათავისუფლდებიან ის მოქალაქეები, რომლებსაც მოხმარებული აქვთ 200 კვტ/სთ-ის ჩათვლით ელექტროენერგია და, შესაბამისად, სარგებლობენ, სუბსიდირების პროგრამით. კომისია მოუწოდებს მოქალაქეებს, მსგავსი სახის გაურკვევლობის შემთხვევაში მომართონ კომისიას საკითხის შესასწავლად",-აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ისრაელის ელჩი - საქართველოს ყველა მეგობრისთვის 5 ივლისის მოვლენები აბსოლუტურად შოკისმომგვრელი იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.08.2021
კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
გიორგი ხვედელიანი - ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მიშელის ხელშეკრულება კი არა, ქართველი ხალხის ნება გადაწყვეტს
კომპანია "იორკ თაუერსმა" დავით ტურაშვილთან ერთად ახალი კამპანია წამოიწყო
"სამსუნგის" Bespoke მაცივარი - შექმნილია შენთვის, შენ მიერ (R)
GIZ-ის მხარდაჭერით დაგეგმილია გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობა თანამედროვე მონიტორინგული სისტემების დანერგვის პროცესში
„ნიკოს ეზო“ და „ფარდაგები რაჭიდან“ - Social Impact Award-ის ფინალისტები საგანმანათლებლო სფეროდან