გიგი წერეთელი - ირაკლი კობახიძის გამოსვლა არასწორი გზავნილი იყო

"ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი წერეთლის განცხადებით, საქართველო არც გერმანია, არც ავსტრიაა, რომ თან კოვიდს, თან ეკონომიკის დაცემას, მოსახლეობის გაღარიბებას გაუძლოს - ამიტომ ქვეყანაში დღევანდელი პოლიტიკური პროცესები კიდევ უფრო მაღალ რისკებს ქმნის. ამის შესახებ გიგი წერეთელმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა.

წერეთელი ასევე ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თეოდორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის გაათავისუფლებას გამოეხმაურა. წერეთლის განცხადებით, ეს ინდიკატორია - "დაგიჭერ, გაგიშვებ!“ რაც არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება.

"დღესდღობით საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ ამ პოლიტკური ჩიხიდან. ვიტყვი, რომ ის ბოლო განცხადებები, რაც ირაკლი კობახიძის მხრიდან იყო, ყველაზე ცუდი და ნეგატიური დამოკიდებულება დატოვა. მთლიანობაში ეს გზავნილები იყო - ცუდი და გაბრაზებული. ახლა იქნება ის, რომ საქართველოს პარლამენტში ერთი პარტია იქნება. რა იქნება მომავალში?! ამას დრო გვანახებს. ოპოზიციის ნაბიჯს პოლიტიკური თეორიის, პრაქტიკული, თუ პრაგმატული კუთხით შევაფასებთ, რა თქმა უნდა, ეს არაა კარგი ნაბიჯი. მოდით პირდაპირ ვიტყვი, ჩვენ არა ვართ - არც გერმანია, არც შვეიცარია, არც ავსტრია და არც სხვა ის ქვეყანა, რომელსაც დიდი შესაძლებლობა აქვს, თან კოვიდს, ეკონომიკის ასეთ დაცემას, გაღარიბებას გაუძლოს. ეს პოლიტიკური პროცესი კიდევ უფრო მაღალ რისკებს ქმნის. მაგრამ სხვა გზა არ იყო, ასეთ ვითარებაში, ასეთი დამოკიდებულებით ხელისუფლების მხრიდან. პროტესტი, დაპატიმრება... მე ძალიან გამიხარდა, რომ გუშინ ეს ორი ადამიანი გაუშვეს. მეორე მხრივ, ეს რისი ინდიკატორია?! დაგიჭერ-გაგიშვებ. დაგიჭერ-გაგიშვებ. სად ხდება ასე?! ეს ნორმალურ ქვეყნებში არ ხდება! აიწონა-დაიწონა, ის ვითარება რაც იყო - საგარეო თვალსაზრისით. არავინ სიმპატიურად არ გამოიყურება ამ პროცესში, მაგრამ უფრო არასიმპატიურად საქართველოს ხელისუფლება გამოიყურება.

თეორიულად ნებისმიერ ვინც იბრძოდა ყველას უნდა პარლამენტში შესვლა, მის ამომრჩეველსაც ეს უნდა. აბა რატომ იბრძოდა?! მაგრამ სად მიდიხარ? რა პირობებზე მიდიხარ? და რა გარემოში უნდა იმუშაო? კობახიძის გამოსვლა იყო - უსიამოვნო, არასწორი გზავნილი, როგორც ჩანს, მათ გათვლა ჰქონდათ, რომ ამით ვიღაცას, რაღაცას უფრო მოანდომებდნენ. მოკლედ ამ „ჟონგლიორობაში“ საბოლოოდ ძალიან ცუდი რამ მოხდა", - განაცხადა წერეთელმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს