დავით უსუფაშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის გამო საჭირო გახდა ამ წერტილამდე მოსვლა

ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულამდე მივაღწიეთ ყველამ ერთად. ქვეყნის გაყოფა არის იმ სახიფათო ზღვართან, რომლის შემდეგაც უნდა დაიწყოს პრობლემების მოგვარება, - ამის შესახებ პარტია “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა საერთო ოპოზიციურ მემორანდუმზე ხელმოწერისას განაცხადა. მისივე თქმით, მიმდინარე პროცესებში ოპოზიციის ერთიანობა არის ის ინსტრუმენტი, რომელმაც პრობლემების მოგვარების ატმოსფერო უნდა შექმნას.

“სამწუხაროდ , ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის გამო საჭირო გახდა ამ წერტილამდე მოსვლა იმისთვის, რომ ყველამ გავიაზროთ წინ რა რეალობა გვემუქრება, თუ ჩვენ ვერ გამოვნახეთ საერთო ენა და ქვეყანა არ ან ვერ გავაერთიანეთ. ოპოზიციის ერთიანობა ამ პროცესში არის ის ფაქტორი და ინსტრუმენტი, რომელმაც ხვალიდან, ზეგიდან უნდა მოიტანოს პრობლემების გადაწყვეტის ატმოსფეროს შექმნა და ამას ჩვენ უნდა მივაღწიოთ”, - განაცხადა უსუფაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:სამწუხაროდ, ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის გამო საჭირო გახდა ამ წერტილამდე მოსვლა - დავით უსუფაშვილი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა