თამარ ჟვანია - წელს საარჩევნო ადმინისტრაციას საკუთარი საქმიანობის განხორციელება გამორჩეულად დაძაბულ პოლიტიკურ გარემოში მოუწია

წელს საარჩევნო ადმინისტრაციას საკუთარი საქმიანობის განხორციელება გამორჩეულად დაძაბულ პოლიტიკურ გარემოში მოუწია,- აღნიშნული შეფასება პარლამენტის ტრიბუნიდან ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გააკეთა.

როგორც ჟვანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მიმდინარეობდა კამპანიური ხასიათის ზეწოლა, უწყვეტ რეჟიმში ვრცელდებოდა სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაცია ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მიზნით.

„გამოიყენებოდა ინსტიტუციაზე ზეწოლის სრულიად მიუღებელი ფორმები. კომისიის წევრებს უწევდათ სტრესულ გარემოში საკუთარი საქმიანობის განხორციელება. თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციამ კანონმდებლობის სრული დაცვით შეასრულა ყველა საჭირო პროცედურა, რაც არჩევნების პროცესის წარმართვისთვის იყო აუცილებელი“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პარლამენტის არჩევნების შედეგები და პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაცია წარუდგინა.

ახლა დროებითი სამანდატო კომისია წარდგენილ დოკუმენტაციას სწავლობს და შედეგებს პარლამენტს მოახსენებს, რის შემდეგაც პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობა მოხდება.

იხილეთ ვიდეო:თამარ ჟვანიას თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციას საქმიანობა წელს გამორჩეულად დაძაბულ პოლიტიკურ გარემოში მოუწია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა