ხათუნა სამნიძე - პარლამენტში არ შევდივართ - ბლოკის წევრებს განვუცხადეთ, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას არ მივიღებდით და მათ პრობლემა არ ჰქონიათ, ჯერჯერობით, ხაბეიშვილს აქვს პრობლემა

კიდევ ერთი სიმბოლური დადასტურება, რომ ჩვენ პარლამენტში არ შევდივართ და ღონისძიებები, ვთვლით, რომ ზედმეტია. ჩვენ ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობს არ ვიღებთ,- ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა. მან განმარტა თუ რატომ არ შეუერთდა „რესპუბლიკური პარტია“ ოპოზიციური პარტიების მიერ დეპუტატის მანდატზე უარის თქმისა და საარჩევნო სიების ჩახსნის შესახებ დოკუმენტების გაფორმებას და აღნიშნა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

„დღეს ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა გადაწყვიტეს ღონისძიება გაეკეთებინათ და კიდევ ერთხელ სიმბოლურად დაედასტურებინათ საზოგადოებისთვის, რომ მთელი ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია და მზადაა უარი თქვას მანდატებზე. დღეს ამ განცხადებით იურიდიულ-სამართლებრივი პროცესი არ დაწყებულა, მათ იგივე გააკეთეს, რაც გავაკეთეთ რამდენიმე დღის წინ. მე ჩავთვალე, რომ ეს დღეს კიდევ ერთხელ საჭირო არაა. ჩვენი დღევანდელი განცხადება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენი პარტნიორების გვერდით ვდგავართ. ჩვენ მოვიპოვეთ მანდატი ბლოკით საარჩევნო პროცესებში ჩართვის შემდეგ. ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენი ორი მანდატი ძირითადად არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებისგან, ამის გათვალისწინებით, თუ პარლამენტში არაა ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ იქ არ არის „რესპუბლიკური პარტია“. ჩვენ პარლამენტში არ შევდივართ თუ იქ არ შედის ბლოკი. ღონისძიებაზე არ ვართ და ეს გუშინაც განვაცხადეთ, რადგან კიდევ ერთი სიმბოლური დადასტურება, რომ ჩვენ პარლამენტში არ შევდივართ და ღონისძიებები ჩვენ ვთვლით, რომ ზედმეტია. ჩვენ ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობს არ ვიღებთ. ბლოკის წევრებს განვუცხადეთ, რომ არ მივიღებდით ღონისძიებაში მონაწილეობას და მათ პრობლემა არ ჰქონიათ, ჯერჯერობით რაც მოვისმინე, ხაბეიშვილს აქვს პრობლემა“, -აღნიშნა მან. ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.

ცნობისთვის, დღეს პარტიამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, „რესპუბლიკური პარტია“ ბოიკოტის რეჟიმს აგრძელებს და მანდატებზე უარის თქმის თაობაზე პარლამენტს მოლაპარაკების დასრულების შემდეგ მიმართავს.

„ბლოკმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო, პარტიამ სხვა გადაწყვეტილება მიიღო - „რესპუბლიკელებმა“, სამწუხაროდ, აირჩიეს ელისაშვილის გზა“, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისივე თქმით, პარლამენტში მანდატებზე უარის თქმა არ ნიშნავს იმას, რომ მოლაპარაკებები დასრულდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა