გიორგი კახიანი თეა წულუკიანზე - კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ძალიან მაღალი თანამდებობაა, უთანაბრდება მინისტრის თანამდებობას - ასე რომ, ვერანაირ დაქვეითებაზე ვერ ვისაუბრებდი

თეა წულუკიანი ერთადერთი მინისტრია, რომელიც ბოლო 8 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა თანამდებობას. მან თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ მომავალში აღარ ყოფილიყო იუსტიციის მინისტრი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, წულუკიანის საპარლამენტო თანამდებობაზე გადასვლა მისი დაქვეითება არ არის.

რაც შეეხება მომავალი მთავრობის ფორმირებას, კახიანის თქმით, თუ ვინ დაიკავებს მთავრობის მომავალ შემადგენლობაში თანამდებობებს, ეს პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.

„ჩვენ არჩევნებამდეც განვაცხადეთ, ვინ იქნებოდა მომავალი პრემიერ-მინისტრი. ბატონი გიორგი რაც ოფიციალურად დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, შეადგენს შესაბამის შემადგენლობას და მომდევნო კვირაში მოხდება ამ შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება პარლამენტში. რაც შეეხება წულუკიანს, ქალბატონი თეა წულუკიანი ერთადერთი მინისტრია,რომელიც ბოლო 8 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა თანამდებობას და მან თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ მომავალში აღარ ყოფილიყო იუსტიციის მინისტრი და პარლამენტში დაიკავებს ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას. კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ძალიან მაღალი თანამდებობაა, თავისი რანგით შეიძლება ითქვას, რომ უთანაბრდება მთავრობის რიგებში მინისტრის თანამდებობას. ასე რომ, ვერანაირ დაქვეითებაზე ვერ ვისაუბრებდი“,- განაცხადა კახიანმა.

ცნობისთვის, მე-10 მოწვევის პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი თავმჯდომარე თეა წულუკიანი იქნება. თეა წულუკიანი 8 წლის განმავლობაში იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს