გია ვოლსკი თეა წულუკიანზე - პარლამენტის წევრობა, ზოგადად ჩამოქვეითება არ არის და მითუმეტეს, კომიტეტის თავმჯდომარეობა

პარლამენტის წევრობა, ზოგადად, არ არის ჩამოქვეითება, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი გია ვოლსკი, ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში თეა წულუკიანი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.

გია ვოლსკის განმარტებით, ეს არ შეიძლება იყოს ჩამოქვეითება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანაში საპარლამენტო მმართველობაა.

„პარლამენტის წევრობა, ზოგადად, არ არის ჩამოქვეითება და მითუმეტეს კომიტეტის თავმჯდომარეობა და მითუმეტეს, მაშინ, როდესაც საპარლამენტო მმართველობაა ქვეყანაში,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, მე-10 მოწვევის პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი თავმჯდომარე თეა წულუკიანი იქნება. თეა წულუკიანი 8 წლის განმავლობაში იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს