გია ვოლსკი - მავნებლობა, რომელიც ჩვენს ოპონენტებს განუზრახავთ, მხოლოდ პარლამენტის ან ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებას არ ეხება, ეს გაცილებით სერიოზულ პრობლემას ქმნის

მავნებლობა, რომელიც ჩვენს ოპონენტებს განუზრახავთ, მხოლოდ პარლამენტის ან ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებას არ ეხება, არც მათ პირად მისწრაფებებს, ეს გაცილებით სერიოზულ პრობლემას ქმნის,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი გია ვოლსკი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების განცხადებებს.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, მოკავშირეების მოწოდებები გულისხმობს იმას, თუ როგორი საქართველოს ნახვა სურთ მათ.

„როდესაც ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენელები მოუწოდებენ, ეს არ არის მათი პირადი ემოცია, ეს არის სურვილი, თუ როგორი უნდათ ჩვენს მოკავშირეებს, რომ საქართველო დაინახონ. კარგად იცით, რომ რეგიონში ურთულესი მოვლენები მიმდინარეობს. მსოფლიოში დაპირისპირება სერიოზულ დონეზეა და აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, სტაბილური პლატფორმა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარებმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს. როგორც ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა განაცხადა, დასანანი იქნება, თუ ოპოზიციის წევრები არ შევლენ პარლამენტში. ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ კი პოლიტიკურ პარტიებს შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პარლამენტის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოში თავიანთი ადგილები უნდა დაიკავონ. კიდევ ერთი ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, ფუნქციონალური პარლამენტის გარეშე, საქართველო ძალიან მნიშვნელოვან დროს ძალიან ბევრს დაკარგავს. ევროპარლამენტის წევრმა, ესტონელმა პოლიტიკოსმა ურმას პაეტმა კი განაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა ხელს შეუშლის დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ფუნქციონირებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა