ირაკლი კობახიძე - ყველა ნიძლავს აგებენ ისინი და მე რა უნდა გავაკეთო?! - თბილისის გაპარსული ბიუჯეტი დააბრუნოს უგულავამ და შემდეგ ილაპარაკოს დანარჩენზე

გიგი უგულავამ თბილისის გაპარსული ბიუჯეტი დააბრუნოს და შემდეგ ილაპარაკოს დანარჩენზე, - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას „ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას სანაძლეოსთან დაკავშირებით.

კობახიძის თქმით, პარტლამენტი ერთპარტიული არ იქნება.

„ყველა ნიძლავს აგებენ ისინი და მე რა უნდა გავაკეთო?! თბილისის გაპარსული ბიუჯეტი დააბრუნოს უგულავამ. არ იქნება ერთპარტიული პარლამენტი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ "ქართული ოცნების" გენერალურ მდივანს ირაკლი კობახიძეს სანაძლეო შესთავაზა, შემდეგი პირობით - თუ კობახიძის სიტყვები არ გამართლდება, რომლის თანახმადაც, მე-10 მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნება“ მარტო არ იქნება, მაშინ კობახიძემ თმა გადაიპარსოს, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი ეს ასე იქნება, თმას თავად გადაიპარსავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო