ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეხმიანება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ბაქოში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ „ირანის საყვარელ აზერბაიჯანზე ვერავინ ისაუბრებს.“

„პრეზიდენტ ერდოღანს არ შეატყობინეს, რომ ის, რისი ციტირებაც მან ბაქოში განახორციელა, ეხება არაქსის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიების ირანული სამშობლოდან იძულებით გამოყოფას? ვერ ხვდებოდა, რომ იგი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტს ძირს უთხრიდა? ირანის საყვარელ აზერბაჯანზე ვერავინ ისაუბრებს,“ - წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი „ტვიტერში“.

ირანული მედიის ინფორმაციით, ბაქოში გუშინ ჩატარებული „გამარჯვების აღლუმზე“ სიტყვით გამოსვლისას, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წაიკითხა ლექსი, რომელიც მდინარე არაქსის შესახებ „სეპარატისტულ განწყობას“ გამოხატავს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია