„ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ევროპულმა საქართველომ“, „ლელომ“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“ სიების ანულირებასთან დაკავშირებით ცესკო-ში განცხადებები შეიტანეს

რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში მანდატები მიიღეს, ცენტრალურ საარჩევნოკომისიაში პროპორციული სიების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადებები შეიტანეს.

პროპორციული სიების ჩახსნასთან დაკავშირებით ცესკო-ს მიმართა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებულმა ოპოზიციამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ევროპულმა საქართველომ“, „ლელომ“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“.

როგორც ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა, დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში „შავ ლაქად“ დარჩება.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პრაქტიკულად გააფორმა ერთპარტიული პარლამენტი. ბუნებრივია, ჩვენ ჩვენი ამომრჩევლის მოთხოვნის შესაბამისად არ ვაპირებთ ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას. ამიტომ ვაგრძელებთ იურიდიულ პროცედურებს, როგორ დავტოვოთ „ქართული ოცნება“ მარტო პარლამენტში. ჩვენ შემოგვაქვს დღეს ცენტრალურ სარჩევნო კომისიაში ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიციის“ სახელით განცხადება, სადაც ჩავხსნით პროპორციულ საარჩევნო სიას და როდესაც სამი დღის ვადაში დაკმაყოფილდება ეს გადაწყვეტილება, შესაბამისად, ჩვენ, ნაძალადევად ცნობილი პარლამენტის წევრები, პარლამენტს მივმართავთ განცხადებით, რომ უფლებამოსილება შეწყვეტილი იქნას და იურიდიულად გაფორმდება ქართული ოცნების“ ერთპარტიული პარლამენტი”, - აღნიშნა ბეჟაშვილმა.

ამასთან, მან განმარტა, თუ რას ნიშნავს პროპორციული სიის ჩახსნა.

„თუ ჩვენ ახლა მივმართავდით განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, შემდგომ გაიხსნებოდა სია და პროპორციულ სიაში რიგითობის მიხედვით, დანარჩენ 36 დეპუტატს ექნებოდა საშუალება, რომ მათი უფლებამოსილება ცნობილიყო პარლამენტის მხრიდან. ახლა, როდესაც ჩავხსნით ამ სიას, ამ ადამიანებს არ ექნებათ პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსი. დარჩება მარტო ის 36 დეპუტატი, ვისი უფლებამოსილებაც ძალით ცნეს. შემდეგ ეს დეპუტატები მიმართავენ ხელახალი განცხადებით, რომ მათი უფლებამოსილება შეწყდეს და საბოლოოდ გაფორმდება ერთპარტიული პარლამენტი. ცესკო-ს თავმჯდომარემ დაახლოებით სამი სამუშაო დღის ვადაში უნდა გამოსცეს განკარგულება, თუ არ გამოსცემს ამ განკარგულებას, სია ავტომატურად ჩახსნილი იქნება და დაახლოებით 17 დეკემბერს ჩვენ მივმართავთ პარლამენტს, რომ უფლებამოსილება შეწყვეტილი იქნეს. პარლამენტს აქვს დაახლოებით 2-3 კვირიანი ვადა, რომ ეს განცხადებები განიხილოს და გადაწყვეტილებები მიიღოს“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:"ნაციონალებმა", "სტრატეგია აღმაშენებელმა", "ევროპულმა საქართველომ", "ლელომ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ" სიების ანულირება მოითხოვეს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს