ანგელა მერკელი - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ევროკავშირის წევრ 27 ქვეყანაში ერთ პერიოდში გავრცელდება

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ევროკავშირის წევრ 27 ქვეყანაში ერთ პერიოდში გავრცელდება. ამის შესახებ მერკელმა ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ვთქვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინების მიწოდების კოორდინირება ისე, რომ ის ყველა წევრმა სახელმწიფომ ერთდროულად მიიღოს. არ ვარ დარწმუნებული, ნემსს ყველას ერთსა და იმავე წუთს გაუკეთებენ თუ არა, თუმცა ჩვენ გვინდა, რომ ეს კოონრდინირებულად გავაკეთოთ და ვაჩვენოთ, რომ მასზე ყველას ერთნაირი წვდომა აქვს“, - განაცხადა მერკელმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა