ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, აზერბაიჯანში კორონავირუსული ინფექციის 4381 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერაციული შტაბი ავრცელებს.
მათივე ინფორმაცით, გამოჯანმრთელდა კიდევ 3,658 პაციენტი.
ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში 47 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 167155 შემთხვევაა რეგისტრირებული, მკურნალობის შემდეგ 103 550 პაციენტი გაწერეს, 1840 ადამიანი გარდაიცვალა.