იაგო ხვიჩია - ერთხელ მაინც ვერ უზრუნველვყავით, შემოთავაზება სერიოზულად განგვეხილა, იქნებ, რამე ჭკვიანურიც ეწერა, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ მზითვში კობახიძე მოაყოლა

ჩვენ ვერ უზრუნველვყავით, ერთხელ მაინც, სერიოზულად განგვეხილა „ქართული ოცნების“ შემოთავაზება, იქნებ, რამე ჭკვიანურიც ეწერა ზედ, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ მას მზითვში კობახიძე მოაყოლა, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებით „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკებების ჩაშლა უნდოდა.

„ახლაც არ არის დისკუსია, ელისაშვილის მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, ადამიანმა რაღაც თქვა და სამი დღეა, ლანძღავენ. ფიზიკურად, დისკუსია ჯერ არ ყოფილა და მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი მედია გვაქვს, ჩვენ ვერ უზრუნველვყავით სერიოზულად განგვეხილა ერთხელ მაინც „ქართული ოცნების“ შემოთავაზება, იქნებ, რამე ჭკვიანურიც ეწერა ზედ, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ მას მზითვში კობახიძე მოაყოლა, რომელმაც თან თქვა, რაღაც შეთავაზება დავდე, ამ შეთავაზებასთან, რაც დავდე, ვაპირებ, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლასო... სამწუხაროდ, ირაკლი კობახიძის ეს განცხადება პირდაპირ იმისკენ იყო მიმართული, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა, მოლაპარაკება ჩაშალოს. საერთაშორისო პარტნიორები ახლა კი ჩვენ გვაკრიტიკებენ, მაგრამ ნელ-ნელა ისინი გაიგებენ, ლაპარაკი რომ გვდომოდა და მოლაპარაკებაც, კაცი გამოვიდა და ჩემ პოლიტიკურ პარტნიორებზე თქვა, რომელიც მჭირდება იმაში, რომ ჩემ მიზანს მივაღწიო, ამათ არჩევნების მერე კანონით ავკრძალავ და გავაუქმებო“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო