„სამოქალაქო იდეა“ - საქართველოში წინასაარჩევნოდ სპორტსმენების ლოიალობა 13 მილიონ 800 ათასი ლარი ღირს

წინასაარჩევნოდ, სპორტული ღონისძიებებისა და სპორტსმენების ლოიალობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ტენდერებით, დაახლოებით 13 მილიონ 800 ათასი ლარი დაიხარჯა - ეს ინფორმაცია ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეამ“ გამოაქვეყნა ანგარიშში - "მთავრობის შემოჭერილი ქამრები: რა ღირს საარჩევნო ლოიალობა?" როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2020 წლის აგვისტო-ოქტომბრის თვეებში, როდესაც საარჩევნო კამპანია და შესაბამისად, პარტიული შეხვედრები იწყებოდა მთელი საქართველოს მასშტაბით, უპრეცედენტოდ გაიზარდა და სრულიად ახალი ხარჯები გაჩნდა: სპორტული ღონისძიებების, სპორტული ინვენტარის, სპორტული შენობა-ნაგებობების, ფეხბურთის მოედნებისა და აღჭურვილობის, ფიტნესის და სხვადასხვა ტიპის ტრენაჟორების, ჭიდაობის და ძიუდოს ჩოხების, სამოყვარულო ტურნირების, და ა.შ. " „სამოქალაქო იდეის“ კვლევით, დაფინანსებამ განსაკუთრებით იმატა აგვისტოში, ხოლო ოქტომბერში განსაკუთრებით მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ტენდერებით, პანდემიის დროს, სპორტული სამყაროს ლოიალობის უზრუნველსაყოფად დაიხარჯა დაახლოებით 13 მილიონ 800 ათასი ლარი. იმის დასამტკიცებლად, რომ სპორტული ღონისძიებების და სპორტსმენების დაფინანსება წინასაარჩევნოდ მნიშვნელოვნად იზრდება, „სამოქალაქო იდეის“ ანგარიშში დასახელებულია ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარჯველის, თბილისის მერიის მიერ, როგორც "ქართული ოცნების", ასევე "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში, დახარჯული რესურსები წლების მიხედვით. მაგალითად, 2011 ან 2015 წელს სპორტული ღონისძიებების ხარჯები შეადგენდა „0“ ლარს, ხოლო 2013 წელს სრულიად მინიმალური იყო (16,500 ლარი), საარჩევნო წლებში კი ეს ხარჯები რამდენიმე ასეულ ათასობით ლარამდე იზრდება" , - ნათქვამია ანაგრიშში.

თინა ხიდაშელის განცხადებით, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა, ხელისუფლების პასუხია - თვითდათხოვნაში მყოფი პარლამენტი. „მაშინ, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა, იზრდება სიღარიბის მაჩვენებელი, ღატაკდება მოსახლეობა, ბიზნესი გაჩერებულია, ათასობით ადამიანი უმუშევრად დარჩენილია, იზრდება ინფიცირების მასშტაბი, პანდემიის შედეგად იღუპებიან ადამიანები, ხელისუფლების პასუხია - თვითდათხოვნაში მყოფი პარლამენტი, მთავრობის და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ გაფლანგული ბიუჯეტი, გაყალბებული არჩევნები, მდუმარე პრეზიდენტი“, - აღნიშნავს „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი.

ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა