დეპუტატ გოჩა ენუქიძის განცხადებით, მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა პარლამენტში რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მოსახლეობას წარმოადგენდეს, მათი ინტერესების სათანადოდ დასაცავად.
მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე.
„ჩემთვის, როგორც მაჟორიტარი დეპუტატისთვის, დიდი პატივი და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა, წარმოვადგენდე რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მოსახლეობის ხმას საქართველოს პარლამენტში, მათი ინტერესების სათანადოდ დასაცავად.
გამოწვევების ფონზეც კი, დარწმუნებული ვარ, ეფექტიანი მუშაობით, ახალი მოწვევის პარლამენტი კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.
გოჩა ენუქიძის განცხადებას რაჭა-ლეჩხუმ - სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.