აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი სარჩელი ოთხ შტატში არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ტექსასის შტატის გენერალური პროკურორის, კენ პაქსტონის მიერ შეტანილი სარჩელი, რომელიც ოთხ შტატში, ჯორჯიაში, მიჩიგანში, პენსილვანიასა და ვისკონსინში, სადაც გამარჯვება ჯო ბაიდენმა მოიპოვა, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითვალისწინებდა.

ტექსასის შტატის მტკიცებით, ამ შტატებში შედეგები უკანონო იყო, რადგან ხმის მიცემის პროცედურებში ცვლილებები შეიტანეს.

უზენაესი სასამართლოს განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ტექსასს საქმის აღძვრის სამართლებრივი უფლება არ ჰქონდა.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გარდა სარჩელს მხარს 18 შტატის გენერალური პროკურორი და კონგრესის 106 რესპუბლიკელი წევრი უჭერდა.

ამერიკული მედიის პროგნოზით, 3 ნოემბრის არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა, რომელსაც საარჩევნო კოლეგიის წევრთა 306 ხმა აქვს, მისმა მეტოქემ - დონალდ ტრამპმა კი საარჩევნო კოლეგიის 232 ხმა მოიპოვა. აშშ-ის საარჩევნო კოლეგია 14 დეკემბერს შეიკრიბება. პრეზიდენტად დამტკიცებისთვის საარჩევნო კოლეგიის 270 ხმაა საჭირო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა