მედია - ირანში ჟურნალისტი რუჰოლა ზამი სიკვდილით დასაჯეს

ირანმა სიკვდილით დასაჯა ჟურნალისტი რუჰოლა ზამი, რომელსაც ხელისუფლება ქვეყანაში 2017 წლის მასობრივი საპროტესტო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორად მიიჩნევდა.

The Guardian-ის ინფორმაციით, ირანის სახელმწიფო ტელევიზია და სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA იუწყებიან, რომ 47 წლის რუჰოლა ზამი დღეს დილით ჩამოახრჩეს.

რუჰოლა ზამი 2019 წლის ოქტომბერში დააკავეს, სიკვდილით დასჯა კი მიმდინარე წლის ივნისში მიუსაჯეს. ჟურნალისტი „გლობალურ კორუფციაში“, ჯაშუშობასა და ირანის მთავრობის დამხობის მცდელობაში დაადანაშაულეს.

ირანის ხელისუფლება რუჰოლა ზამს 2017 წლის მასობრივი საპროტესტო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორად და სულისჩამდგმელად მიიჩნევდა. ზამი საკუთარ ვებგვერდ AmadNews-სა და „ტელეგრამის“ არხზე საპროტესტო აქციების დაწყების დროსთან დაკავშირებულ ინფორმაციას ავრცელებდა.

იხილეთ ვიდეო: ირანში ჟურნალისტი რუჰოლა ზამი სიკვდილით დასაჯეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა