გერმანიაში კორონავირუსის 28 438 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 496 ადამიანი გარდაიცვალა

გერმანიაში კორონავირუსის 28 438 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 300 516 მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 496 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 21 466-ს მიაღწია.

შეგახსენებთ, გერმანიაში 2 ნოემბრიდან ე.წ. მსუბუქი ლოქდაუნის რეჟიმი მოქმედებს. დახურულია რესტორნები, ბარები, თეატრები, ფიტნეს-კლუბები, საცურაო აუზები, კინოთეატრები და საკონცერტო დარბაზები, თუმცა სკოლები და მაღაზიები მუშაობას განაგრძობენ. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ორი დღის წინ უფრო მკაცრი „ლოქდაუნის“ დაწესების საჭიროებაზე ისაუბრა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო