სერგო ჩიხლაძე - განცხადებები, რომ სერიოზული გაყალბება იყო, არ ემყარებოდა მხოლოდ ISFED-ის მონაცემებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებული პარალელური ხმის დათვლის შედეგები სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს და ორგანიზაციის რეპუტაციას აზიანებს.

როგორც ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ISFED- არ არის არჩევნების საბოლოო ვერდიქტი, ის არ წყვეტს ამ არჩევნების ბედს, შესაბამისად, ოპოზიციის მოთხოვნები მაინც უცვლელი რჩება.

„სპეკულაციებში არ შევალ, უბრალოდ ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა სანდოობის თვალსაზრისით. ამასთან, ოპოზიციის და საზოგადოების განცხადებები, ის, რომ სერიოზული გაყალბება იყო, არ ემყარებოდა მხოლოდ ISFED-ის მონაცემებს. ISFED-ის მონაცემებამდეც წარვადგინეთ ოქმები უბნებიდან, რომლებიც მაჟორიტარულ ოლქებში თითქმის 2/3-ს ეხებოდა, სადაც სერიოზული აცდენები იყო ოქმებში, ხოლო პროპორციულობის ნაწილში 30%-ზე მეტ შემთხვევებში იყო ამ ოქმების სერიოზული აცდენები და დისბალანსი, მხოლოდ ISFED-ზე არ არის დამყარებული ჩვენი განცხადებები, მტკიცებულებები გაყალბებასთან დაკავშირებით, თუმცა, სერიოზული კითხვები ჩნდება მათ ამ განცხადებაზე. პარალელურ გადათვლაზე მათ ერთი მონაცემი წარადგინეს რამდენიმე კვირის წინ, გუშინ სხვა მონაცემი, რატომ უნდა ვენდოთ, ეს ცოტა გაურკვეველია. კითხვები გვიჩნდება. ISFED- არ არის არჩევნების საბოლოო ვერდიქტი, ის არ წყვეტს ამ არჩევნების ბედს. სანდო ორგანიზაციად ითვლება, მაგრამ ეს არ ნიშავს, რომ მას რამე შეიძლება არ შეეშალოს. რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებისას სანდო ორგანიზაციების დასახელებას, აქ წარდგენილი იყო ნიმუში, წესი და არა ისე, რომ მხოლოდ სამი ორგანიზაციისგან უნდა დაკომპლექტდეს.

დროში საეჭვოდ ემთხვევა ISFED-ის მონაცემების გამოქვეყნება. იმასაც რომ თავი დავანებოთ, რომ შეეშალათ, რეპუტაციულად მაინც ძალიან სერიოზული კითხვებია. ასეთ საკითხებზე ჯერ უნდა ჩამოყალიბდე, ზუსტად დათვალო და მერე გამოაქვეყნო. ეს არ არის მორიგი პატარა ანგარიში, რომელსაც ჩაასწორებ და დონორს წარუდგენ. ამაზე ბევრი რამ იყო დამყარებული პოლიტიკურად, შესაბამისად, ძალიან აზიანებს ამ ორგანიზაციის რეპუტაციას“, - განაცხადა ჩიხლაძემ და დასძინა: „სამართლიანი ანგარიშის“ პარალელური ხმის დათვლის მონაცემების გამოქვეყნების მიუხედავად ეს არაფერს ცვლის და ოპოზიციის მოთხოვნები იგივე რჩება“.

„არსად ეს პრობლემები არ გამქრალა. ISFED არ არის საბოლოო ინსტანცია, რომლის მიხედვითაც ამ მოთხოვნებს ვაყენებთ. რაც შეეხება უმრავლესობის ლიდერების განცხადებებს, მათ შორის არჩილ თალაკვაძის, ირაკლი კობახიძის განცხადებები არ ემსახურებოდა მოლაპარაკებების წარმატებით მიმდინარეობას. ყველა სიტყვას ვზომავთ და ორშაბათს მზად ვართ გავაგრძელოთ ეს მოლაპარაკებები“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი სწორედ ორშაბათს გაიმართება.

„თუ რამდენიმე კვირაში მოლაპარაკებები არ დასრულდა, მაშინ ოპოზიცია სხვა ტაქტიკას აირჩევს“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა და აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ხმების 47.6% აქვს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა