„ევროპული საქართველო“ - „ოცნების“ წევრებს, სავარაუდოდ, წინასწარ, უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული ინფორმაცია ISFED-ის ხმების პარალელური დათვლის შედეგებთან დაკავშირებით

პარტია „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ წევრებს, სავარაუდოდ, წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია მოპოვებული ISFED-ის ხმების პარალელური დათვლის შედეგებთან დაკავშირებით.

როგორც ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ სპიკერმა, თორნიკე დიასამიძემ განაცხადა, „ქართული ოცნების“ წევრები ბოლო პერიოდში „უცნაურად გააქტიურდნენ“.

„ევროპული საქართველო“ არასოდეს დავყრდნობილვართ „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური გადათვლის შედეგებს, როდესაც გაყალბებაზე ვსაუბრობდით და ვსაუბრობთ. PVT ვერ აკონტროლებს ისეთი ტიპის გაყალბებას, როგორიც არის ბიულეტენების ჩაყრა, რომლის ვიდეოზეც „ქართული ოცნების“ სასამართლოში თქვეს, რომ იქნებ სხვა რამ ჩაყარესო. PVT ვერ აკონტორლებს „კარუსელს“ და ძალადობას.

სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ წევრებს წინასწარ უკანონოდ ჰქონდათ „სამართლიანი არჩევნების“ შედეგებზე ინფორმაცია მოპოვებული, რადგან ძალიან უცნაურად გააქტიურდნენ ბოლო დღეებში, რომ გადაემოწმებინათ „სამართლიანი არჩევნების“ შედეგები, რითიც, მათი აზრით, მახე დაუგეს ოპოზიციას“,-აცხადებენ „ევროპულ საქართველოში“.

ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა და აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ხმების 47.6% აქვს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო