The Sunday Times - ბერლინის კლინიკაში გადაყვანამდე ალექსეი ნავალნის მოწამვლა მეორედაც სცადეს

ბრიტანული გამოცემის The Sunday Times-ის ინფორმაციით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მკვლელობა რუსეთში ორჯერ სცადეს.

გამოცემის მიხედვით, მოწამვლის პირველი უშედეგო მცდელობის შემდეგ რუსულმა სპეცსამსახურებმა ნავალნის ლიკვიდაცია მაშინ სცადეს, როდესაც ის კომატოზურ მდგომარეობაში ომსკის კლინიკაში იმყოფებოდა და მას ბერლინში გადასაყვანად ამზადებდნენ.

ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს რუსეთის ქალაქ ტომსკში მოწამლეს. უგონო მდგომარეობაში მყოფი პოლიტიკოსი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა, რომ ის „ნოვიჩოკის“ ტიპის ნევრულ-პარალიტიკური აგენტით იყო მოწამლული.

კრემლი ნავალნის მოწამვლასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

იხილეთ ვიდეო:ბერლინის კლინიკაში გადაყვანამდე ალექსეი ნავალნის მოწამვლა მეორედაც სცადეს - The Sunday Times

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა