სერგო ჩიხლაძე - ISFED-ი არასდროს ყოფილა მთავარი არბიტრი, უბრალოდ, უკვე არსებული ოქმების ანგარიშს ეწევა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ISFED-ზე ოპოზიცია არასდროს აპელირებდა, როგორც ერთადერთ დამამტკიცებელ საბუთზე.

სერგო ჩიხლაძის თქმით, ISFED -ი არასდროს ყოფილა მთავარი არბიტრი და ის უკვე არსებული ოქმების ანგარიშს ეწევა.

„ის ითვლის უკვე არსებულ ოქმებს და მის გადათვლებს. თვითონაც ამბობს, რომ იყო დაშინება, ოქმების დისბალანსი, რომელსაც ითხოვდა თავად და მთავრობამ არ დააკმაყოფილა. ასე რომ, ISFED-ი არასდროს ყოფილა მთავარი არბიტრი, ის უბრალოდ უკვე არსებული ოქმების ანგარიშს ეწევა. ამიტომ, აქ ჩვენი მხრიდან დიდად არაფერი შეცვლილა. მთავრობა უფრო აპელირებს ამაზე, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშიც არის დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და „კარუსელები“, რასაც ISFED-ი არ ითვლის“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას აქვეყნებს. მათი განმარტებით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა და აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე. „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ხმების 47.6% აქვს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა