ხატია დეკანოიძე - “ქართულმა ოცნებამ” მოლაპარაკებებს წერტილი ირაკლი კობახიძის განცხადებებით, დაუსვა - ნამდვილად, არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი

„ქართულმა ოცნებამ” მოლაპარაკებებს წერტილი ირაკლი კობახიძის განცხადებებით, დაუსვა, - ამის შესახებ “ნაციონალური ­მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება, მოლაპარაკებების პარალელურად, ოპოზიციაზე მუქარას და შანტაჟს ახორციელებს.

“იქნება თუ არა მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი, ამის შესახებ, ინფორმაცია არ მაქვს, ამიტომ არ შემიძლია დავადასტურო ან უარვყო.

ამ მოლაპარაკებების პარალელურად ხელისუფლება ბატონი კობახიძის სახით, ღიად ემუქრება ოპოზიციას. მათ შორის ამბობს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” მოუხსნის რეგისტრაციას, ასევე მცირე პარტიებს ეუბნება, რომ „მე არ მაინტერესებს თქვენ შემოხვალთ თუ არა პარლამენტში, ცვლილებებს მაინც მივიღებთ, ვინც შემოვა დაფინანსებას მიიღებს და ვინც არ შემოვა ვერ მიიღებს“. ანუ მოლაპარაკებების პარალელურ რეჟიმში მუქარა და შანტაჟი გაგრძელდა ხელისუფლებიდან ოპოზიციის მისამართით, რაც რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ “ქართულმა ოცნებამ” პრაქტიკულად, მოლაპარაკებებს წერტილი, ირაკლი კობახიძის განცხადებებით დაუსვა, შესაბამისად ამ მოლაპარაკებებიდან, ნამდვილად, არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი”, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი შეთანხმების გარეშე დასრულდა. შეხვედრები ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო