აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე ხმაური იყო - დაკავებულია რამდენიმე პირი

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციამ მორიგი საპროტესტო აქცია გამართა, რასაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის რამდენიმე მონაწილე აჭარის მთავრობის სახლის შენობასთან მივიდა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა მოითხოვა.

“დაკავებულების რაოდენობას ვაზუსტებთ. პოლიციელების კანონიერი მოთხოვნა იყო, რომ აქციის მონაწილეებს ტერიტორია დაეტოვებინათ, რასაც არ დაემორჩილნენ. გარკვეული პირები პოლიციას ხელს უშლიდნენ დაკავებაში, ასევე ავტომანქანას რომ ტერიტორია დაეტოვებინა. ამან გამოიწვია დაკავებულების გაყვანის შეფერხება. არანაირი გადაცდომა არ ყოფილა. მშვიდობიან პროცესს ხელს არავინ უშლის. მათ განუმარტა სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა, რომ აღნიშნული შეხვედრა ვერ შედგებოდა, განუმარტეს, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია, აღნიშნულმა კი მათი უკმაყოფილება გამოიწვია“,-განუცხადა „ტვ პირველს“ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, კონსტანტინე ანანიაშვილმა.

მან დაადასტურა ინფორმაცია, რომ არეულობის შედეგად ასევე ერთი სამართალდამცველი დაშავდა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის