Reuters-ის ინფორმაციით, ჰაკერებმა, რომლის უკან სავარაუდოდ რუსეთი დგას, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტზე კიბერთავდასხმა განახორციელეს

ჰაკერები აშშ-ის სახაზინო და სავაჭრო დეპარტამენტებში ელ.ფოსტის მიმოსვლას აკონტროლებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, აშშ-ის მთავრობას ჯერჯერობით საჯაროდ არ განუცხადებია, ვინ შეიძლება იდგეს ჰაკერების უკან, მაგრამ მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმირებულმა პირებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ აღნიშნულ კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ დეპარტამენტის ერთ-ერთ სააგენტოზე კიბერთავდასხმა განხორციელდა და მათ გამოძიების თხოვნით კიბერ და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოსა და FBI-ს მიმართეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კიბერთავდასხმა იმდენად სერიოზულია, რომ მასთან დაკავშირებით შაბათს თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული ბრალდება არის ამერიკული მედიის მორიგი უსაფუძვლო მცდელობა რუსეთი აშშ-ის უწყებების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელებაში დაადანაშაულოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა