დონალდ ტრამპი - ჩვენი თავდაცვის კანონპროექტის ყველაზე დიდი გამარჯვებული ჩინეთია, მე ამ კანონპროექტს ვეტოს დავადებ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტს ვეტოს დაადებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ჩვენი თავდაცვის კანონპროექტის ყველაზე დიდი გამარჯვებული ჩინეთია. მე ვეტოს დავადებ ამ კანონპროექტს,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

პრეზიდენტი ტრამპი აპროტესტებს 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტს, რადგან მისი განცხადებით, ის არ აუქმებს კომუნიკაციების მართებულობის აქტის 230-ე ნაწილს, რომელიც ისეთ ტექნოლოგიურ კომპანიებს, როგორიცაა „გუგლი“, „ტვიტერი“ და „ფეისბუქი“, მათ პლატფორმებზე გამოჩენილი შინაარსის გამო პასუხისმგებლობისგან იცავს. ამასთანავე, ტრამპი ეწინააღმდეგება კანონმდებლობის ისეთ ნაწილებს, რომლებიც ავღანეთიდან და გერმანიიდან ჯარის გაყვანის გეგმებს შეანელებს.

დონალდ ტრამპს კანონპროექტი პარასკევს გადაუგზავნეს და მას ვეტოს დასადებად ან ხელმოსაწერად კვირის გამოკლებით 10 დღე აქვს. 2021 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომლის თანახმადაც აშშ-ის ბიუჯეტიდან თავდაცვის სფეროსთვის 740 მილიარდი აშშ დოლარია გათვალისწინებული, აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ დაამტკიცა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო