„მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარე - ასოციაციის დაფუძნებიდან 1 წელი გავიდა, მედიაციის დამკვიდრების პროცესი წარმატებით გაგრძელდება

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" დაფუძნებიდან ერთი წელი გავიდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მედიატორთა ასოციაციიდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული და მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი აცხადებს, ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ მედიაციის ინსტიტუციური განვითარების პროცესში ჩართული მედიატორებისა და დარგის პროფესიონალების მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, ქვეყანაში მედიაციის, როგორც მნიშვნელოვანი დარგის პოპულრაიზაციისთვის და მისი განვითარებისთვის.

"2020 წელს 50-მდე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, სხვადასხვა საჯარო, თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რომელთა მხარდაჭერითაც, მედიაციის განვითარებისა და დამკვიდრების პროცესი საქართველოში წარმატებით გაგრძელდება. მედიაცია წარმოადგენს დავის გადაწყვეტის იმ ერთადერთ ალტერნატიულ მექანიზმს, რომელიც მხარეებს აძლევს საშუალებას ერთმანეთის გათვალისწინებით, შეძლონ და მიაღწიონ ურთიერთსარგებლიან, ერთმანეთის ინტერესზე მორგებულ შეთანხმებას. მედიაციის განვითარებით კეთილგონივრული დიალოგის კულტურა და სოციალური მშვიდობა ინერგება საქართველოში. ახალ ინსტიტუციას ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი სირთულე შეხვდა, რომელიც ასოციაციის წევრების პროფესიონალიზმის დამსახურებით, წარმატებით დაიძლია.

ვულოცავ თითოეულ მედიატორს პროფესიულ დღეს და ვუსურვებ პროფესიულ წარმატებას, განვითარებას და მუდამ კმაყოფილ პროცესის მხარეებს. გვახსოვდეს, რომ ჩვენს უკან პროფესიის კეთილი სახელი, სანდოობა და კოლექტიური რეპუტაცია დგას. თითეული ჩვენთაგანის დღევანდელი პროფესიული საქმიანობა არის მედიატორის პროფესიის ხვალინდელი დღე",- განაცხადა ყანდაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს