ირაკლი ქადაგიშვილი - მოლაპარაკებების შემდეგმა რაუნდმა ყველას უნდა დაანახოს, რომ პარლამენტია სწორედ ის ადგილი, სადაც იწყება საუბარი, კამათი და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკებების გაგრძელება აუცილებელი და მნიშვნელოვანია.

როგორც ჟურნალისტებს ქადაგიშვილმა განუცხადა, მოლაპარაკებებისთვის ყველა წინაპირობა არსებობს.

„ბოლო ინფორმაციებმა, რომელიც არჩევნების ბედთან დაკავშირებით გახმოვანდა, ყველას კიდევ ერთხელ უნდა დაანახოს, რომ ბოიკოტი ბოიკოტისთვის არის კონპროდუქტიული. პირიქით, იმაზე უნდა ვისაუბროთ, რა თემებია მნიშვნელოვანი, რომ ქვეყნის შემდგომი პოლიტიკური ცხოვრებისთვის დაიხვეწოს, მათ შორის საარჩევნო სისტემა, სასამართლო ხელისუფლება და ა.შ. მოლაპარაკებების შემდეგმა რაუნდმა ყველას უნდა დაანახოს, რომ პარლამენტი არის სწორედ ის ადგილი, სადაც იწყება საუბარი, კამათი და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა