ირაკლი კობახიძე - ლაშა ნაცვლიშვილს ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ PVT ჩატარებული ჰქონდა “საერთაშორისო გამჭვირვალობასაც” და ამ მონაცემებს მალავდა გიგაური

ლაშა ნაცვლიშვილს ერთ-ერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის ლიდერმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ PVT ჩატარებული ჰქონდა “საერთაშორისო გამჭვირვალობასაც” და ამ მონაცემებს მალავდა ეკა გიგაური, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ლაშა ნაცვლიშვილს ერთ-ერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის ლიდერმა მიაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ PVT ჩატარებული ჰქონდა “საერთაშორისო გამჭვირვალობასაც” 400 საარჩევნო უბანზე და ამის თანახმად ზუსტად დაჯდებოდა ეს მონაცემები ცესკოს მონაცემებს და სამწუხაროდ, ამ მონაცემებს მალავდა ეკა გიგაური. რასთან დაკავშირებითაც ჩვენ ვიმსჯელეთ, როგორ შეიძლებოდა მათ შორის ვინმეს მეშვეობით გამოგვეთხოვა გიგაურისგან, ჩვენ გვინდოდა ორივე “პივიტის” მონაცემები აგვეღო და ამაზე წარიმართებოდა მსჯელობა, რაზეც მე გავუზიარე მოსაზრება ლაშა ნაცვლიშვილს ვუთხარი, რომ არ მოგვცემდნენ ისინი ამ ინფორმაციას, ანუ საქმე ეხებოდა ორ “პივიტის”, “სამართლიანი არჩევნების” და “საერთაშორისო გამჭვირვალობას”,-განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო