ამირან გამყრელიძე - შესაძლებელია, გრიპის სეზონი წელს უფრო რბილი იყოს, ვიდრე იყო შარშან

შესაძლებელია, გრიპის სეზონი წელს უფრო რბილი იყოს ვიდრე იყო შარშან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში 40 000-მდე გრიპის ვაქცინის დოზაა მარაგში და მოსახლეობას მოუწოდებს, განსაკუთრებით რისკ ჯგუფებს, რომ გაიკეთონ გრიპის ვაქცინა.

„შარშანდელთან შედარებით უფრო რბილი ვითარებაა გრიპთან მიმართებაში. წინა კვირაში უკვე გამოჩნდა B ტიპის გრიპის ვირუსის ცირკულირება ქვეყანაში და ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ და მოგიწოდებთ, რომ დამცავი ღონისძიებები გრიპზეც მოქმედებს და დიდი ალბათობით, შესაძლებელია, გრიპის სეზონი უფრო რბილი იყოს, ვიდრე იყო შარშან იმიტომ, რომ მეტი დაწოლა არის კორონავირუსული ინფექციის მხრივ ვიდრე გრიპის მხრივ, მაგრამ მაინც აუცილებელია გრიპის საწინააღმდეგოდ დაცვა და გთხოვთ, რომ ქვეყანაში გვყავს რისკ ჯგუფები და კიდევ დავამატეთ ჩვენ რისკ ჯგუფებს ახლა ტაქსის მძღოლები, რომლებიც ახლო შეხებაში არიან ადამიანებთან, ასევე სკოლის მასწავლებლებიც და მივმართავ მათ, რომ მიბრძანდნენ პოლიკლინიკებში და გაიკეთონ აცრა. დაახლოებით 40 000-მდე დოზა გრიპის ვაქცინისა კიდევ არის ქვეყანაში მარაგში და ვისარგებლოთ ამით. მივმართავ განსაკუთრებით რისკ ჯგუფებს, რომ გაიკეთონ გრიპის ვაქცინა”, - განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო: ამირან გამყრელიძე - შესაძლებელია, გრიპის სეზონი წელს უფრო რბილი იყოს, ვიდრე იყო შარშან

ბაკურ კვაშილავა - 19 აპრილის შეთანხმებიდან მმართველი გუნდის გამოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ იგი არ არსებობს - თუ მათ ხმების 43% ვერ მიიღეს, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.08.2021
ისრაელის ელჩი - საქართველოს ყველა მეგობრისთვის 5 ივლისის მოვლენები აბსოლუტურად შოკისმომგვრელი იყო
ვიქტორ ყიფიანი - მოქმედება თუ უმოქმედობა: ასარჩევი აი ეს არის
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიის უნივერსიტეტს და ქეჯის ბიზნესის სკოლას შორის
"თიბისის" აპლიკაციების კონკურსი იწყება
კავკასიის უნივერსიტეტის და ნიუ ჯერსის უნივერსიტეტის ერთობლივი ორმაგი ხარისხის პროგრამა