საქპატენტმა პატენტრწმუნებულებს სააპელაციო პალატის დებულების ცვლილების პროექტის საბოლოო რედაქცია წარუდგინა

სააპელაციო საჩივრების განხილვასთან დაკავშირებული ნორმების ფორმირებისა და სისტემური დახვეწის და სხვადასხვა პროცედურული საკითხის ახლებურად დარეგულირების მიზნით, საქპატენტში უწყების სააპელაციო პალატის დებულებაში ცვლილებების პროექტზე მუშაობა დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქპატენტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროექტზე მოსაზრებების შესაჯერებლად, ზოგადად, უწყების ხედვებისა და მისი განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესის გასაზიარებლად, საქპატენტის თავმჯდომარე პატენტრწმუნებულებს შეხვდა.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო პატენტრწმუნებულთა ინსტიტუტის რეფორმირებასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღსანიშნავია, რომ პატენტრწმუნებულთა ატესტაცია 2011 წლის შემდგომ არ ჩატარებულა. შეხვედრაზე აღინიშნა საქპატენტისა და საქართველოს მთავრობის ინიციატივა სასაქონლო ნიშნის ელექტრონული სისტემით წარდგენილ განაცხადებზე დაწესებული 50%-იანი შეღავათის შესახებ, რაც მიზნად ისახავს განმცხადებელი ფიზიკური და იურიდიული პირების მხარდაჭერასა და ხელშეწყობას, შესაბამისად, პატენტრწმუნებულთა საქმიანობაზე დადებით ზეგავლენას. შეხვედრაზე პატენტრწმუნებულებს წარედგინათ საქპატენტის სააპელაციო პალატის დებულების ცვლილებების პროექტის საბოლოო რედაქცია, რომელშიც პატენტრწმუნებულთა მოსაზრებების ნაწილი გათვალისწინებულ იქნა. დებულების ცვლილებების პროექტი, რომელიც განპირობებულია საჩივრების განხილვის პროცესში გამოვლენილი საჭიროებებიდან, მიმდინარე წლის დასასრულს უნდა დამტკიცდეს. სააპელაციო პალატის დებულების ცვლილებების პროექტში მნიშვნელოვან საკითხთა შორისაა კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის წესისა და პირობების განსაზღვრა, საერთაშორისო სასაქონლო ნიშნებზე საქართველოში დაცვის მინიჭების შესახებ საქპატენტის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, მესამე პირთა სააპელაციო საჩივრებზე საქმისწარმოების შეჩერების წესისა და პირობების რეგულირება. გარდა ამისა, პროექტის თანახმად, იგეგმება სააპელაციო საჩივრების შეჩერების, ვადების და აცილების მომწესრიგებელი ნორმების ახლებურად ფორმირება. პატენტრწმუნებული არის პირი, რომელიც საქმიანობს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში და რეგისტრირებულია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის პატენტრწმუნებულთა რეესტრში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“,-აღნიშნულია საქპატენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა