სომხეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდება

სომხეთი, ყარაბაღში ომის დროს დაღუპულების პატივისცემის ნიშნად 19 დეკემბერიდან სამდღიან გლოვას აცხადებს, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს განაცხადა.

„19 დეკემბერს სამხედრო ოპერაციების დასრულებიდან 40 დღე გადის, ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, სამდღიანი გლოვა გამოცხადდება, ერევანში კი ხსოვნის მარში გაიმართება,“- აღნიშნა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, 19 დეკემბრისთვის, შესაძლოა, ყველა დაღუპული სომეხი ჯარისჯაცის ცხედარი ნაპოვნი და იდენტიფიცირებული არ იყოს.

“შესაძლოა, 19 დეკემბრის მდგომარეობით, ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების ყველა ცხედარი არ იყოს ნაპოვნი, ბევრი ამოუცნობი ცხედარი იქნება. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ასეთი სახელმწიფო გადაწყვეტილების გადადება აღარ შეიძლება,” - განაცხადა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 10 ნოემბრიდან შეწყდა.

ბაკურ კვაშილავა - 19 აპრილის შეთანხმებიდან მმართველი გუნდის გამოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ იგი არ არსებობს - თუ მათ ხმების 43% ვერ მიიღეს, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.08.2021
ისრაელის ელჩი - საქართველოს ყველა მეგობრისთვის 5 ივლისის მოვლენები აბსოლუტურად შოკისმომგვრელი იყო
ვიქტორ ყიფიანი - მოქმედება თუ უმოქმედობა: ასარჩევი აი ეს არის
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიის უნივერსიტეტს და ქეჯის ბიზნესის სკოლას შორის
"თიბისის" აპლიკაციების კონკურსი იწყება
კავკასიის უნივერსიტეტის და ნიუ ჯერსის უნივერსიტეტის ერთობლივი ორმაგი ხარისხის პროგრამა