ირაკლი კობახიძე - უახლოეს დღეებში შედგება კონსულტაციები და დასახელდება მთავრობის შემადგენლობა, დანარჩენს, ბუნებრივია, გიორგი გახარია დაგიკონკრეტებთ

უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში შედგება კონსულტაციები, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობასთან და გიორგი გახარია დაასახელებს მთავრობის შემადგენლობას. კითხვაზე თუ ვინ შეიძლება ვეღარ ვიხილოთ მინისტრთა კაბინეტში, კობახიძემ განაცხადა, რომ ეს გიორგი გახარიას კომპეტენციაა.

„ეს არის ზოგადად პრემიერის პრეროგატივა, მან უნდა ისაუბროს, ბუნებრივია, მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით. შედგება უახლოეს დღეებში კონსულტაციები, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობასთან, რის შედეგადაც, უახლოეს დღეებში უკვე დასახელდება მთავრობის შემადგენლობა, დანარჩენს, ბუნებრივია, გიორგი გახარია დაგიკონკრეტებთ,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს