ალეკო ელისაშვილი - რაღაც სექტანტიზმი ჩამოყალიბდა, თუ არ იწონებ იმას, რასაც ბოკერია გეუბნება, ესე იგი ივანიშვილის მოსყიდული ხარ

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ისინი გაერთიანებულ ოპოზიციას ზოგიერთ საკითხში არ ეთანხმებიან, რის შესახებაც ხმამაღლა თქვეს. როგორც ელისაშვილმა „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში განმარტა, ამის გამო მას უთხრეს, რომ „ბიძინა ივანიშვილმა მოისყიდა“.

ამასთან, ელისაშვილის თქმით, „მოქალაქეებს“ მმართველი გუნდის დამარცხება უნდა, თუმცა, მხოლოდ არჩევნების გზით და მზად არის, დაამტკიცოს, რომ არჩევნები გაყალბდა.

„ჩვენ პარტიას გულწრფელად გვინდა, რომ „ქართული ოცნება“ დავამარცხოთ, ოღონდ არჩევნების გზით. დანარჩენი სხვა გზა მიუღებელია. ჩვენ „ქართული ოცნების“ დამარცხება სიძულვილის გამო კი არ გვინდა, ჩვენ გვინდა მისი დამარცხება და უკეთესი საქართველო. ბიძინა ივანიშვილის სიძულვილი კი არ გვამოძრავებს, არამედ საქართველოს სიყვარული. ასევე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 31 ოქტომბერს ჩაატარა საზიზღარი არჩევნები, რომელიც გაყალბდა. ეს იყო ტრადიციულად ჭუჭყიანი არჩევნები. ჩვენ ახლა გვეუბნება „ქართული ოცნება“ დაგვიმტკიცეთ, რომ გაყალბდაო. თუ ოპოზოციაში გვაქვს პასუხისმგებლობა და ჩვენს პარტიას აქვს, მზად ვართ, დავამტკიცოთ, რომ არჩევნები გაყალბდა“,-განაცხადა ელისაშვილმა.

მისი შეფასებით, ქვეყნის მთავარი პრობლემა აზროვნებითი კატეგორიულობა და ფუნდამენტალიზმია.

„ახალ რაც ხდება ჩვენი პარტიის, ოპოზიციის თავს რა არის? ჩვენ უბრალოდ განსხვავებული აზრი ვთქვით. ჩვენ გაერთიანებულ ოპოზიციას რაღაცაში არ ვეთანხმებით და ეს ხმამაღლა ვთქვით. არ გვეთანხმები? ე.ი. შენ ბიძინას მოსყიდული ხარო. ეს ფუნდამანტალიზმი არის უბედურება. 31 ოქტომბერს გვინდოდა, რომ მრავალპარტიული პარლამენტი მიგვეღო. მრავალპარტიულობა აზრების განსხვავებულობას ნიშნავს. თუ გვინდა ყველა ერთ აზრზე იყოს, მაშინ ვთქვათ, რომ საბჭოთა კავშირი გვინდა“,-განაცხადა ელისაშვილმა.

მისი განამრტებით, პარტიაში აღნიშნეს, რომ მათთვის საარჩევნო რეფორმა ყველაზე მნიშვნელოვანია.

„რაღაც სექტანტიზმი ჩამოყალიბდა, თუ არ იწონებ იმას, რასაც ბოკერია გეუბნება, ე.ი. შენ ბიძინა ივანიშვილის მოსყიდული ხარ. არა, ჩვენ უბრალოდ განსახვავებული აზრი ვთქვით. უბრალოდ, ვთქვით, რომ ჩვენთვის საარჩევნო რეფორმა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამას მოვაწერთ ხელს და მერე წავალთ პარლამენტში, თუ შევთანხმდებით და ხელს მოვაწერთო. ხომ ჩაიარა პირველმა სხდომამ, არც იქ ვიყავით, არც მეორე სხდომაზე ვიქნებით და არც 22-ზე, თუ შეთანხმება არ იქნება“,-განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე განმარტებით, თუ ოპოზიციის მიზანი არის „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, მათ უნდა მოიპოვონ შეთანხმება ახალი ცესკოთი, ახალი საარჩევნო სისტემით და რიგგარეშე, ან თვითმმართველობის არჩევნებზე დაამარცხონ „ქართულ ოცნება“. ელისაშვილის თქმით, ასევე არის მეორე სცენარი, რასაც ის არ ეთანხმება. „ასევე არის მეორე სცენარი, რასაც არ ვეთანხმები, რაც უნდა მაგალითად, გია ბოკერიას პარტიას იმიტომ,რომ ისინი პარლამენტში ვერ მოხვდნენ. მეორე სცენარი არის ის,რომ ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ ვეთანხმებით „ქართულ ოცნებას“, ვაყირავებთ მოლაპარაკების მაგიდას, ვდგებით ქუჩაში, ვხევთ მანდატებს და არცერთი არ შევდივარ პარლამენტში. მერე რა ხდება? ეს არის მთავარი კითხვა, რასაც ვსვამთ. რა არის გეგმა და სტრატეგია?“,-განაცხადა ელისაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ის მეორე სცენარში „ქაოსს და ოპოზიციის თავის მოჭრას ხედავს“.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს