„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ - კორონავირუსის კრიზისის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში მედიის 130-ზე მეტი წარმომადგენელი დააკავეს

1 დეკემბრის მონაცემებით, მიმდინარე წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მედია ინდუსტრიაში მოღვაწე 387 ადამიანი დააპატიმრეს, - ამის შესახებ ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ყოველწლიურ მოხსენებაშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, დაპატიმრების შემთხვევების ნახევარზე მეტი შემდეგ ხუთ ქვეყანაზე მოდის : ჩინეთი (117 ჟურნალისტი), საუდის არაბეთი (34), ეგვიპტე (30), ვიეტნამი (28) და სირია (27).

"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" განსაკუთრებულ ყურადღებას ბელარუსს უთმობს, სადაც 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მინიმუმ 370 ჟურნალისტი დააკავეს, თუმცა მათი უმეტესობა მალევე გაათავისუფლეს.

„მიუხედავად ამისა, ჟურნალისტების დარბევა პრესის თავისუფლების დონის შემცირებას წარმოადგენს,“- აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამასთან, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის კრიზისის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პრესის 130-ზე მეტი წარმომადგენელი დააკავეს, აქედან, ორგანიზაციის ინფორმაციით, ანგარიშის გამოქვეყნების დროისთვის მედიის 14 წარმომადგენელი კვლავ პატიმრობაში იმყოფებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა