ევროპის მოწინავე CENTRICA BTU-სთან ერთად კულტურის ტექნოლოგიებს განავითარებს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და წამყვანი იტალიური ტექნოლოგიური კომპანია Centrica, იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, ერთობლივი პროექტების სერიას აანონსებენ.

აქტივობები BTU-ს ინიციატივა 5.0–ის ფარგლებში კულტურული ტექნოლოგიების მიმართულებით განხორციელდება. პროექტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის პერსონალის გადამზადება მოხდება. კულტურის ტექნოლოგიების მიმართულება მიზნად ისახავს თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების ინტეგრირებას სამუზეუმო და სხვა კულტურულ სფეროებში.

სწორედ ამ მიზნით, ქართულ-იტალიური პროექტის ფარგლებში მოხდება მუზეუმის კურატორებისა და პერსონალის ცნობიერების ამაღლება ციფრული ტექნოლოგიების შესაძლებლობების შესახებ, რათა მუზეუმის დათვალიერების პროცესი ბევრად უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდეს თითოეული ვიზიტორისთვის.

კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის შემდეგი ტექნოლოგიური მიმართულებების გაცნობა მოხდება: 2D / 3D დიჯიტალიზაცია, Cloud ტექნოლოგიები, პლატფორმები და ინტერაქტიული ინსტალაციები (შეხება, ბუნებრივი ურთიერთქმედება), iOS / Android მობილური აპები (განსაკუთრებული აქცენტი ადგილმდებარეობაზე დაფუძნებულ აპებზე), AR / VR / MR, იმერსიული და ინტერაქტიული ტექნოლოგიები ფიზიკური სივრცეებისთვის, მომხმარებელთა გამოცდილება. აღნიშნულ პროექტში BTU-ს პარტნიორი Centrica არის კომპანია, რომელსაც აქვს უზარმაზარი გამოცდილება დიჯიტალიზაციისა და მუზეუმების დასათვალიერებლად საინტერესო გამოცდილების შემუშავებაში. კომპანიის წარმატებით განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებს შორის ერთ–ერთი გამორჩეულია ფლორენციის უფიცის გალერეას გაციფრულება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განხორციელება 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყება. უახლესი ტექნოლოგიების მიმართულებით გადამზადდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინსტიტციაში შემავალი ეროვნული გალერეის და 12 მუზეუმის თანამშრომლები: საქართველოს მუზეუმი, ხელოვნების მუზეუმი, საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი ექსპოზიცია, თბილისის ისტორიის მუზეუმი, ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, სიღნაღის მუზეუმი, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, სვანეთის მუზეუმი, ბოლნისის მუზეუმი, სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი და ძალისას მუზეუმ-ნაკრძალი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა