ნათია თურნავა - მიმდინარე წელს ავამოქმედეთ რამდენიმე ელექტრონული პლატფორმა, რომელიც ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შეიქმნა

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ბიზნესვიზიტორების მართვის პლატფორმის მეშვეობით 18 000 განაცხადი დამუშავდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს 2020 წელს უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ნათია თურნავამ სხვა მრავალ საკითხთან ერთად საზოგადოებას პანდემიის გამო მკაცრი და წერტილოვანი შეზღუდვების მართვის პროცესში სამინისტროს მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

მინისტრის განცხადებით, ამ მიზნით მთელი რიგი ელექტრონული პლატფორმა შეიქმნა.

„ჩვენ ამ პროცესში ჩართულები ვართ, რა თქმა უნდა, სხვა შესაბამის უწყებებთან და საგანგებო შტაბთან ერთად. მათ შორის შეიქმნა ბიზნესვიზიტორების მართვის პლატფრომა, რაც მიუხედავად შეზღუდვებისა და პანდემიისა, ბიზნესვიზიტორების და ინვესტორების უსაფრთხო ჩამოყვანის უზრუნველყოფის საშუალებას გვაძლევდა. 18 000-მდე განაცხადი დამუშავდა ამ პლატფორმის მეშვეობით და ის დღესაც მოქმედებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე ისაუბრა ნაცვალგების შეთანხმების ქვეყნებიდან ვიზიტორთა წინასწარი რეგისტრაციის პლატფორმის შესახებ, რომელიც ასევე 2020 წლის ივლისიდან მოქმედებს და რომლის მეშვეობითაც დამუშავდა 8 000-მდე სარეგისტრაციო განაცხადი, საიდანაც 6 000-მდე ვიზიტორმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამავე პერიოდში დაიწყო პროექტი „იმუშავე საქართველოდან“, შესაბამისი ელექტრონული პლატფორმით. ის უცხოელ მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ და აქედან გააგრძელონ მუშაობა. ნათია თურნავას ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში გაცემულია 1000-მდე ნებართვა საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქის შემოსვლაზე.

„მკაცრი და წერტილოვანი შეზღუდვების მართვის პროცესში, ასევე სხვა შესაბამის სტრუქტურებთან ერთად ვიმუშავეთ ინსპექტირების ჯგუფების შემადგენლობაში, ვამოწმებდით, თუ როგორ ასრულებს ბიზნესი ეპიდემიოლოგიურ რეკომენდაციებს, და ამ პროცესში 1500-ზე მეტი ობიექტის შემოწმება მოხდა“, - აღნიშნა მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა